თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული აქცია გაიმართა პარლამენტთან, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დაიგეგმა.
“მეგობრებო და არამეგობრებო! პოლიტიკოსებო არაპოლიტიკოსებო! მოქალაქეებო!სოლოდარობის შეგრძნება ხომ არ დავკარგეთ?! იქნებ რაიმე ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, რომ კიდევ “უპროჟექტორობა” არ მოიმიზეზონ ამაღამ.
გამოვიდეთ დღეს 19 საათზე რუსთაველზე მთავრობის სახლთან, კანონი და სამართლით დავიცვათ ჩვენივე ღირსება და თავმოყვარეობა, მე ჩემი თანამოაზრეებით იქ ვიქნები, ეს ხომ არ არის პარტიული არჩევნები ბატონებო?!
მოქალაქეობრივი პოზიცია სოლიდარობა გამოვხატოთ! ტალახში კვდება და იხრჩობა ამ კორუფციონერების გამო ჩვენი მომავალი! დღეს რუსთაველზე, განურჩევლად ყველა მკვდრები ხომ არ ვართ?!
მაშ მოვითხოვოთ, მოვთხოვოთ მკაცრად პასუხი ამ კორუფციონერებს!
დღეს, 19 საათზე რუსთაველზე! სოლიდარობა ჩვენს, ტალახში ჩატოვებულ საქართველოს!
არც დღეს ღამე ექნებათ “პროჟექტორები”?! ხალხი იღუპება ხალხნო! დღეს 19 საათზე რუსთაველზე”- წერდა თაკო ჩარკვიანი აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს