მამუკა ხაზარაძე ეხმიანება ლევან ნიკოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს, რომელმაც დაწერა, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საკუთარი ვერტმფრენები ჰყავთ და სტიქიის დროს არ ეხმარებიან ქვეყანას.
“ოცნების ექსპერტები” დღეს უტიფარ ტყუილს ავრცელებენ – არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ამ ცილისწამებას.
ვერტმფრენი არც მე და არც ბადრის არასოდეს გვყოლია და არც გვყავს! სირცხვილია! რომ მყოლოდა უკვე იქ იქნებოდა, პირველივე წუთებიდან! განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც სხვადასხვა მოდელის რამდენიმე ვერტმფრენი ჰყავს თავის თანამშრომლებზე გაფორმებული და კომერციულად იყენებს!
კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას დაღუპულების გამო. სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მისი ლაქიები, ტრაგედიის დროს, ამ სიბინძურისთვის იცლიან.”- წერს მამუკა ხაზარაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს