ბოლო ამბები
12/12/2024

როდის უნდა მორჩეს ამ აუტანლად სულელური აზრების ტირაჟირება, რომ კომუნისტები მაგრები იყვნენ?! – ეკა კვესიტაძე

გაზიარება

ეკა კვესიტაძის პოსტი სოციალურ ქსელში:

“როდის უნდა მორჩეს ამ აუტანლად სულელური აზრების ტირაჟირება, რომ კომუნისტები მაგრები იყვნენ, სწორად გეგმავდნენ ყველაფერს და მაგათი აშენებული კოტეჯები თუ ტურბაზები მაგარი იყო. საიდან მოდის ეს გიჟური აზრები კომუნისტების პროფესიონალიზმზე. ადამიანების სიცოცხლეს კომუნისტების დროს რომ ჩალის ფასი ჰქონდა, ეგეთი უნდა.

მაგ კოტეჯებში, მდინარესთან რომ იდგა, მე ვისვენებდი ბავშვობაში და დღემდე მახსოვს მდინარის საშინელი ხმაური ღამ-ღამობით. კოშმარად დამრჩა. სხვათაშორის, მაშინაც მეწყერი მოხდა და მაშინაც ვერტფრენებით გადმოგვაფრინეს.

კომუნისტებზე სენტიმენტებს და მათ სტანდარტებზე ბრიყვულ ნოსტალგიას ჯობია მთავრობას სწორი კითხვები დავუსვათ, თორემ სულ ასე ვიქნებით.”– წერს კვესიტაძე.

სხვა ამბების წაკითხვა