საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაციას შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო/აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით:
„აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები სტიქიის ზონაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ადგილზე მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა. სამძებრო სამუშაოები 7 პრიორიტეტულ ადგილზე, სამაშველო სამსახურის თანამშრომლების დაკვირვების ქვეშ, მიმდინარეობს.
დღის განმავლობაში, ე.წ მჟავე წყლებთან მისასვლელი გზა ქვის ყრილით შეივსო. გრძელდება სამძებრო სამუშაოები“ – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კობა გაბუნიამ.
ბოლო მონაცემებით სულ ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი, აქედან 12 იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილთა შორის არის მცირეწლოვნებიც.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს