ბოლო ამბები
01/12/2024

ლევან ხაბეიშვილი და ლევან ანთიძე გლოვის ღამეს გამართულ ქეიფზე კომენტარებს აკეთებენ

გაზიარება

ლევან ხაბეიშვილი არ აკეთებს შეფასებით კომენტარს გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომელიც ასახავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის (ნაციონალური მოძრაობიდან) ლევან ანთიძის ოჯახისა და მათი ნათესავების საზეიმო საღამოს იმ დროს, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეებია და მაშველები დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ის, რასაც ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები ავრცელებენ, არის სიბინძურე.

“ვწუხვარ, რომ ამდენი ადამიანია გარდაცვლილი და არანორმალურ კითხვებს სვამთ. თქვენ ადგილზე, სხვა შეკითხვებს დავსვამდი. მე თავს ვიკავებ პოლიტიკური შეფასებისგან, მაგრამ სამარცხინოა, იმ პირობებში, როცა ათეულობით ადამიანი შეეწირა ამ ტრაგედიას, ასეთ დროს, ასეთი კითხვების დასმა თქვენი მხრიდან არარელევანტურია”– თქვა ხაბეიშვილმა.

თავად ლევან ანთიძე ამბობს, რომ ეს იყო მისი შვილიშვილის ნათლობა”

“ჩემი რძალია თბილისელი და ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. გინდა არ გინდა, ასე ვთქვათ, კვების საკითხი იყო ელემენტარული. 7 აგვისტოს იყო დაგეგმილი და გადმოვიტანეთ 6 რიცხვში, გლოვის დღე რომ გამოცხადდა. ძალიან ვწუხვარ, თუ ეს დაემთხვა.

აქ იყვნენ ოჯახის მეგობრები, პარტიულიც, არაპარტიულიც. სიმართლე გითხრათ, აღარ ვაპირებ ჩემი ოჯახის წევრების კიდევ დაზიანებას იმის გამო რაც მოხდა და რაც გააკეთა “ქართული ოცნების” და სუს-ის შემადგენლობამ”- განაცხადა ლევან ანთიძემ “მთავარ არხთან” საუბრისას.

სხვა ამბების წაკითხვა