ბოლო ამბები
12/10/2024

შოვში, სტიქიის ზონაში მყოფი პოლიციელი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

გაზიარება

შოვში, სტიქიის ზონაში მყოფი პოლიციელი მირიან ჭელიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.”– ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა