“კალაძის მიმართ ცილისწამება, რომ ოჯახი გამოარიდა და სხვები დასახოცად გაიმეტა, არის მორალური ფსკერი.”- წერს ნაც.მოძრაობის ყოფილი წევრი, იურისტი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება ფეისბუქმომხმარებლების გარკვეულ ჯგუფის ბრალდებებს, თითქოს, კახა კალაძემ, კურორტ შოვიდან, სტიქიამდე ცოტა ხნით ადრე ვერტმფრენით წამოიყვანა მისი ოჯახის წევრები.
“ხელისუფლება გავაკრიტიკოთ იმისთვის, რომ არაკომპეტენტურები არიან, რადგან ჰქონდათ სიგნალები, რომ ცუდად იყო საქმე და რეაგირება ვერ შეძლეს.
იმისთვის, რომ კრიტიკულ საათებში ღამით ვერ აწარმოეს სამაშველო სამუშაოები.
და ასე ხელაღებით რაღაც საშინელების დაბრალება როგორ შეიძლება?
< არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. >“- წერს ოთო კახიძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს