აღმოჩნდა, რომ პიროვნება, რომელიც შოვის სტიქიის დროს დაკარგულად მიიჩნეოდა და დღეს გამოვიდა კონტაქტზე, საერთოდ არ იყო შოვის ტერიტორიაზე ნამყოფი.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, აღნიშნული პირის გვარ-სახელის დაფიქსირება არასწორად მოხდა.
“როდესაც შემოდის ინფორმაცია დაკარგულებთან მიმართებაში, უკვე ხდება მათი ბაზების გადამოწმება და იმ გაცხადებული თავდაპირველად სახელით და გვარით, ასეთი პიროვნება ვერ მოიძებნა. ბუნებრივია ეს საფუძველი იყო ეჭვის, ვიდრე არ დადასტურდა. მაგრამ ამავდროულად, სიაში ეს ადამიანი არის, იმიტომ, რომ შეტყობინებაა შემოსული. პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, როგორც კი მოხერხდა ინიციატორთან დაკავშირება, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი, ხოლო როდესაც ამ ინიციატორმა გაასწორა და თქვა, რომ არა ეს სახელი და გვარი კი არა ეს სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და უშუალოდ მასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ვყოფილვარ საერთოდ შოვის ტერიტორიაზე, შესაბამისად ეს პიროვნება უკვე ამ დაკარგულთა სიაში აღარ არის” | განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს