ბოლო ამბები
11/10/2024

დიახ, უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი დღე, როცა მყისიერად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გავვარდით რუსთაველზე – თაკო ჩარკვიანი

გაზიარება

დიახ, უმძიმესი და უმნიშვნელოვანესი დღე, როცა მყისიერად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და “კანონი და სამართლის” მომხრეები, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გავვარდით”– წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და ეხმიანება იმ ადამიანებს, ვინც გაააკრიტიკა იმის გამო, რომ 3 აგვისტოს, შოვის სტიქიიდან რამდენიმე საათში მან რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდა საზოგადოებას.

“რუსთაველზე გავედით რომ ხელისუფლებას დახმარება მოეთხოვა სხვა ქვეყნებისთვის. აი ზუსტად მაშინ, იდიოტური ფრაზა რომ ისმოდა მელიასა და ღარიბაშვილის ტროლთაგან: “ახლა პოლიტიკის დრო არ არისო” .

აბა რისი დრო იყო, როცა ზუსტად ეს ბინძური კორუფციული პოლიტიკაა შვილებს რომ გვიხოცავს! და რისი დრო ოყო და რა ქენით ის მაინც გვითხარით?!

პოლიტ-ლუზერი ელისაშვილი რომ “დაგტროლავთ” თქვენ ოპოზიცია გქვიათ ? ( ნუ უმცირეს გამონაკლისს – უმცირესს არ ვგულისხმობ)

დიახ, ახლა უკიდეგანოდ აკივლებული და ტრაგედიის დროს ტროლ-ბოტებისგან დამფრთხალი ოპოზიცია კვლავ დუმდა!

“გადაბრუნებული ურემის ” გამპროტესტებელი -“პროტესტანტი” ოპო ლიდერები “ლელოს” დადებას სად აპირებთ, ახლა სად აპირებთ ვის “ოფისში”?! ახალი რა მოიფიქრეთ კონფორმისტული და ფეიკ ბრძოლისთვის უფრო კომფორტული?! – წერს თაკო ჩარკვიანი.

სხვა ამბების წაკითხვა