“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის კრიტიკულ განცხადებებს ხელისუფლების მიმართ.
“შალიკო, ჩემო ძვირფასო კლოუნო, ნაპარტკომო პროკურორო! პროკურორობა პატივი, ღირსება და პასუხისმგებლობაა! სწორედ ამიტომ შენ ვერ შეირგე … კომუნისტური პარტიის პარტ-იდეოლოგი და მექრთამე, რომ იყავი და მოგვიანებით პარტიული, ლეიბორისტული სიებით მოვაჭრე მაკლერი – ეგ ხომ ამ ქვეყანაში ყველამ იცის.
ფანჩატური არ გაიყიდა, თორემ გაყიდდი და ერთ საკუთარ სახლს კიდევ “ჩააგდებდი”
ხალხისთვის ლეიბორიზმს და შრომას რომ ქადაგებ და შენთვის კაპიტალიზმით რომ ხარ გაჟღენთილი, ამის გამო ხარ პარტიაში დარჩენილი ეულად და მარტო!
ზნე და იერი ვირთხის გაქვს და ინსტინქტიც იქონიე (ვფიქრობ გამოგადგება!)”– წერს ბექა ოდიშარია.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს