ბოლო ამბები
19/09/2024

“მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი”

გაზიარება

“მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი”– წერს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

თუ ჩემი დანაშაულია საქართველოს სიყვარული, ის რომ შევაჩერე რუსული ოკუპაცია, არ მივეცი პუტინს საშუალება აეხდინა რუსული ოცნება და ჩამოეშალა ქართული სახელმწიფოებრიობა;

️თუ ჩემი დანაშაულია, ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფების, თავისუფლებისა და ევროპულ ოჯახში წინსვლის ხორცშესხმა, მაშინ, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო საკუთარი ხალხის წინაშე

თითოეული თქვენგანისგან უამრავ წერილს და გამოხმაურებას ვკითხულობ.
მინდა ყველას გთხოვოთ, მოვემზადოთ და ერთად შევებრძოლოთ რუს ოლიგარქს და საბოლოოდ გავაფორმოთ საქართველოს გამარჯვება!”- წერს სააკაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა