ბოლო ამბები
13/02/2025

პარლამენტში კი არა, ბოსელშიც არ ხართ შესაშვები! თურქეთის შიშით, დიდგორობა ეროვნულ დღესასწაულად რომ ვერ გამოაცხადეთ – შორენა გონგლაძე

გაზიარება

“ერთმანეთს დიდგორობას ულოცავენ და არც არავის რცხვენია, თურქეთის შიშით, ეროვნულ დღესასწაულად რომ ვერ გამოვაცხადეთ”- წერს ჟურნალისტი შორენა გონგლაძე სოციალურ ქსელში.

“ამას არ ვიმჩნევთ ხომ? პროტესტიც რომ არ გამიგია ქვეყნისთვის მიღვაწე პარტიების და არასამთავრობოების მხრიდან…პარლამენტში კი არა ბოსელშიც არ ხართ შესაშვები..მომინდომეს კურდღლებმა მგლობა.

დამატება:  2017 წელს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს – დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა, ნუკრი ქანთარიას ეს საკანონმდებლო ინიციატივა მოსმენაზე მხოლოდ ერთხელ გაიტანა. თურქეთის საელჩოს კატეგორიული მოთხოვნა იყო ის, რომ დიდგორობა ეროვნულ დღესასწაულად არ გამოცხადებულიყო. კანონპროექტი ჩავარდა, საპარლამენტო უმრავლესობამ აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა”– წერს შორენა გონგლაძე.

სხვა ამბების წაკითხვა