მაია ნიკოლეიშვილის ფეისბუქ პოსტი:
“ახალგაზრდას, თუ გინდა, სიკეთე ასწავლო, ნოდარ დუმბაძე უნდა წააკითხო!
ბავშვთან მისი ლექსებით უნდა დაიწყო, და “ძაღლი”-ზე და მოთხრობებზე გადახვიდე, ცოტა რომ მოიზრდება, “კუკარაჩა”, ” მე ვხედავ მზეს”, ” მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, სტუდენტობის დასაწყისში- “მზიანი ღამე”, მერე-“თეთრი ბაირაღები”…
“მარადისობის კანონი” მინიმუმ ორჯერ უნდა წაიკითხო, ჯერ 25-27 წლის ასაკში, მერე, 50-ის ზევით, რომ რწმენის და ადამიანობის საოცარი პალიტრა ამოხსნა და გაისიგრძეგანო.
ნოდარ დუმბაძეს ვინც ახსენებს, კითხვის ეს გზა გაუვლია? გაიაროს და მერე თქვას ( ეკრანიზაცია და ფილმი არაა საკმარისი)!
მაგრამ, ნოდარ დუმბაძის ლექსების, მოთხრობების, რომანების გზა რომ გაიაროს, ეს რომ გაიაზროს, სიკეთე რომ შეიგრძნოს, გული რომ გაუთბეს, მერე “ნაცი” ხომ ვეღარ იქნება, ადამიანი?!
ნოდარ დუმბაძის შევარდნაძესთან “ძმაკაცობა” კი არა, მიშას გაფანატება და ნაცობაა დღეს სირცხვილი! “ნაცობა” ხომ დღეს ლოგიკური აზროვნების დეფიციტს, ნეგატივიზმს, ფანატიზმს, შეზღუდულობას, უცოდინრობას, უტიფრობას და უინტელექტობას ნიშნავს.
არ ხართ, თქვენ ნოდარ დუმბაძის წამკითხველები, თქვენ ბუღაძესაც არ კითხულობთ ( ფროიდის კომპლექსები ინ ექშენ (მოქმედებაში), თუნდაც ტურაშვილს (სიკეთეს მაინც ნახავთ ტურაშვილთან)… თეთრხალათიანია თქვენი ნოდარ დუმბაძე, რომელთანაც არ მიდიხართ!
მორალი:
ქაღალდს რომ აწვალებ, თავი მართლა მწერალი კი არ უნდა გეგონოს!
ნაცი რომ ხარ, დღეს, მარადიული ლუზერი, მხოლოდ შავ ფერებში რომ ხედავ სამყაროს, რომ გძულს სამყარო და დანარჩენი (არანაცი) კაცობრიობა, დეპრესიაში რომ ხარ, ნეგატივიზმში, ზიზღში და სიძულვილში რომ ჭყუმპალაობ, სხვა კი არ უნდა გააკრიტიკო, წადი, ჯგუფური ფსიქოთერაპია გაიარე, არტი, თუნდაც…
თუ ფსიქოლოგმა გირჩია, მიდი თეთრხალათიანთან, ცოტას მოგეფერება, წამალს დაგინიშნავს, ნისლი და წკვარამი გაიფანტება, სამყაროს ლამაზ ფერებს დაინახავ, ადამიანების სიძულვილიც დაიკლებს, მერე, იქნებ, ნოდარ დუმბაძის უსაყვარლესი საბავშვო ლექსები წაუკითხო შვილებს ან შვილიშვილებს, შენც გიწამლებს, იმდენი სიკეთეა იქ, მერე “ძაღლი” წაიკითხე, ” კუკარაჩა” (ახალი თვალით)…მიყევი მერე და ” მარადისობის კანონს” თუ “შეეჭიდები” და გააცნობიერებ კიდეც, გეშველება შენც, ჩვენც და საქართველოსაც…ოღონდ ” ნაცი” ვეღარ იქნები, ვეღარასოდეს…სიკეთე და “ნაცობა” ხომ ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს