შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიმდებარედ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა მხრიდან
პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის
აალებადი საშუალებები.
სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას
უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე,
სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა
მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი
ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ
მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს
პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში,
დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.