ბოლო ამბები
15/10/2024

შოვში გარდაცვლილი იპოვნეს 23 წლის სოფო ბაკურაძე

გაზიარება

ოჯახი ადასტურებს, რომ 23 წლის სოფო ბაკურაძე გარდაცვლილია. ის შოვის სტიქიის დროს დაიკარგა და დარჩა 4 წლის გოგონა, რომელიც დღემდე ელოდება და პატარას ეუბნებიან, რომ დედიკო კანფეტების მოსატანად არის წასული.

სოციალურ ქსელში პატარა ლუსის ამბავი მალევე გავრცელდა და მოქალაქეებმა მისი დახმარების სურვილიც გამოთქვეს.

არსებული ინფორმაციით, სოფო ბაკურაძე მარტოხელა დედა იყო, ის სოფელ გლოლაში ცხოვრობდა და შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. სტიქიის დღესაც ასე იყო, როგორც ამბობენ, სოფი იმ დღეს, ტრადიციულად გამოემშვიდობა შვილს, თუმცა შინ ვეღარ დაბრუნდა.

 

სხვა ამბების წაკითხვა