ბოლო ამბები
10/12/2024

საავადმყოფოში ვიყავი 2 კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი – ვახტანგ გომელაური

გაზიარება

საავადმყოფოში ვიყავი 2 კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი”– განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ ჩანდა ის შოვის სტიქიის დროს.

„ გუშინ ჩამოვფრინდი. მგონი, ყველამ კარგად იცის, სად ვიყავი. სამწუხაროდ, თითოული ნაბიჯი, სადმე რომ მივდივარ, ყველა იცის და ეს რატომღაც ვერ გაიგეს. თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი 2 კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედ არის. სამწუხაროდ, ყველამ ყველაფერი იცოდა და ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან.

მგონი, ეს ძალიან მძიმეა და ცუდი. არ შეიძლება ასეთი რაღაც. იგივე კახა კალაძეზე გააკეთეს, ოჯახზე, ეს არის სიბინძურე, ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე, როგორც ჩემზე ვითომ ვისვენებ და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სხვა ამბების წაკითხვა