ბოლო ამბები
16/09/2024

საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის ცარიელი ტყუილი, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ

გაზიარება

„იყო სპეკულაციები, არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი.”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, როდესაც კომენტარი გააკეთა შოვში მომხდარ ტრაგედიაზე.

“უბრალოდ შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ.

საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. კიდეებში, სადაც ღვარცოფული მასის სიმაღლე 20 სანტიმეტრს, ნახევარ მეტრს შეადგენდა, ადამიანებს ჰქონდათ გამოსვლის საშუალება. რამდენი ხანი შეიძლება გაცუროს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ?! აქ საუბარია წუთებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა