ვაიმეე , ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი?! – ასე პასუხობს შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა:
” რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი. რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. ბევრი ადამიანი დარჩა…თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი” – თქვა კობახიძემ.
ეს არის იმ ადგილის აღმნიშვნელი ფოტო, რომელიც სტიქიის მომეენტში, დავით ჯელაძემ და მისმა დისშვილმა გაიარეს კოტეჯამდე, რათა უსაფრთხო ადგილზე ყოფილიყვნენ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს