ბოლო ამბები
17/09/2024

ირაკლი კობახიძემ უკადრებელი განცხადება გააკეთა, გააჩუმეთ ეს თქვენი “ექსპერტები” – “ქართული ოცნების” მხარდამჭერის ანონიმური წერილი

გაზიარება

Multimedia.ge წარმოგიდგენთ წერილს, რომელიც მოქალაქემ ელექტრონულ ფოსტაზე მოგვწერა და ანონიმურად  გამოქვეყნება გვთხოვა.

ვინაიდან წერილის ადრესატი მმართველი გუნდია, საილუსტრაციო ფოტოდ გამოყენებულია “ქართული ოცნების” ლოგო.

წერილს გთავაზობთ უცვლელად:

“დღეს ირაკლი კობახიძემ უკადრებელი განცხადება გააკეთა და მართალი გითხრათ, მისგან ასეთ ბრიყვულ კომენტარს არ ველოდი. საკითხი ეხება სტიქიის დროს გადარჩენილ ადამიანებს, რომლებზეც თქვა, რომ ტყუილია, თითქოს 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ ღვარცოფს.

პირდაპირ ვამბობ, მე “ქართული ოცნების” ამომრჩეველი და მხარდამჭერი ვარ 2012 წლის მაისიდან, შესაბამისად, არავინ გაბედოს ნაცი ან დაქირავებული მიწოდოს.

დღეს პირველად გავბრაზდი ირაკლი კობახიძეზე და ვფიქრობ, მას ბოდიში აქვს მოსახდელი იმ პატარა ბავშვების მიმართ, რომლებიც სტიქიას გადაურჩნენ.

არის რაღაც წითელი ხაზები, რაც არ უნდა გადაკვეთო, სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძემ ეს ხაზი კი არ გაარღვია, არამედ დაგლიჯა, რომელიც გამთელებას არ ექვემდებარება.

დღეს მე ვუსმინე დაზარალებულ დავით ჯელაძეს, რომელსაც სიმწრისგან ცრემლი მოსდიოდა, თუ ხვდებით, რამხელა შეურაცხყოფა მიაყენეთ გადარჩენილ ადამიანებს? 

არაფერი ინტერპრეტაცია არ ყოფილა და ეს თქვენი ვითომ “ექსპერტები” და სინამდვილეში თქვენი დაწერილი ტექსტებით მოლაპარაკე ადამიანები ცოტა ხნით დაადუმეთ და ნუ გამოყრით ასე სააშკარაოზე, სირცხვილია!! დიდი სირცხვილი!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე კვლავ “ქართული ოცნების” მხარდამჭერად ვრჩები, ჩემი სენტიმენტების და გარკვეული ადამიანების გამო, მათ შორის ირაკლი კობახიძის, მაგრამ მორალი არ მაძლევს უფლებას პირდაპირ არ ვთქვა, რომ დღეს, ირაკლი კობახიძე მწარედ შეცდა და მას მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი!

ახლა ვიცი, პარტიაში ბანკომატზე ჩამოკიდებული პატრიოტები ფარულად აფუთფუთდებიან და მათაც მივმართავ: კისერი არ წაიმტვრიოთ, გირჩევნიათ ჭკვიანად იყოთ. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, მე ვინ ვარ!”- გვწერს მოქალაქე.


თუ თქვენც გსურთ, რომ გამოქვეყნდეს წერილი ჩვენ ვებ გვერდზე, დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე news@multimedia.ge ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე Multimedia.ge

სხვა ამბების წაკითხვა