ბოლო ამბები
21/04/2025

შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი და ცხედრის ფრაგმენტი იპოვნეს

გაზიარება

დღეს, შოვში, მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვნეს, ასევე ნაპოვნია ცხედრის ფრაგმენტი. სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩენილია ავტომობილი ჰიუნდაი, იყო ვარაუდი, რომ მასში ადამიანები ყოფილიყვნენ, თუმცა მაშველების ვარაუდი არ გამართლდა და გრძელდება დაკარგულების სამძებრო სამუშაოები.

ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ბოლო მონაცემებით სტიქიის შედეგად 25 ადამიანია გარდაცვლილი.

სხვა ამბების წაკითხვა