ბოლო ამბები
10/12/2024

მე ძალიან ვაფასებ მის მოღვაწეობას საქართველოში – ლევან იოსელიანი კელი დეგნანს გამოემშვიდობა

გაზიარება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის ელჩ კელი დეგნანს გამოემშვიდობა, რომელიც სამუშაო მისიას ასრულებს და ტოვებს საქართველოს.

“ძალიან ვაფასებ მის მოღვაწეობას საქართველოში, პირადად მე თავად მაქვს ნანახი, რამხელა შრომა აქვს გაწეული ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ძალიან დასაფასებელია ის ამბავიც, რომ ქალბატონი დეგნანი ყოველთვის იყო და ისევ რჩება სახალხო დამცველის ოფისის მხარდამჭერად და გულშემატკივრად.

რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ მას საქმიანობის ახალ ეტაპზე და მადლობას ვუხდი ყველაფერ იმისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მთელი ამ დროს განმავლობაში აკეთებდა”- წერს ლევან იოსელიანი.

კელი დეგნანის შემცვლელი რობინ დანიგანია, რომელიც ამერიკის სენატმა უკვე დაამტკიცა.

სხვა ამბების წაკითხვა