ბოლო ამბები
ივლისი 15, 2024

გავიგე, ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, ამისთვის დიდი მადლობა! – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს

აგვ15,2023
გაზიარება

შოვის სტიქიის დროს გადარჩენილი დავით ჯელაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს:

“გავიგე, ბატონი ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, რომ აპოვნინოს დაკარგული ადამიანები ოჯახს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა.

ბატონო ირაკლი, მე შემიძლია ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება მაგრამ შევძლებ ამოვალ, გავისაუბროთ და განახებ ჩემი და მაშოს გადაადგილებას ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ, იქ არის ხალხი, ვინც შეესწრო ჩემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა, არსებობს ვიდეოკადრები… ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ თავს, რადგან ყველანაირად მართალი ვარ… ველოდები თქვენს ზარს”- წერს დავით ჯელაძე.

სხვა ამბების წაკითხვა