ბოლო ამბები
14/12/2024

ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა და სანაცვლოდ ნატოს წევრობის მიღება – ნატო-ს წარმომადგენლის სკანდალური განცხადება

გაზიარება

ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს. ინფორმაციას ნორვეგიული გამოცემა VG.NO ავრცელებს.

„ვფიქრობ, გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობა და სანაცვლოდ ნატოს წევრობის მიღება“, – აღნიშნა სტიან იენსენმა არენდალში გამართული დებატების ფარგლებში.

სტიან იენსენის თქმით, ნატოს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დრო და პირობები ოკუპაციის დასრულების მიზნით.

მისი თქმით, რუსეთს სირთულეები აქვს სამხედრო თვალსაზრისით და არარეალურად ჩანს, რომ მათ ახალი ტერიტორიების დაპყრობა შეძლონ, თუმცა ახლა უფრო საკითხავია, რის დაბრუნებას მოახერხებს უკრაინა.

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ნატო, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიის ნაწილი, რათა მიაღწიოს მშვიდობას რუსეთთან და ნატოში მომავალ წევრობას, იენსენმა აღნიშნა, რომ ომის შემდგომ შესაძლო სტატუსის შესახებ დისკუსიები უკვე მიმდინარეობს და რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის შესახებ კითხვებს სხვები სვამენ.

„არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს. მაგრამ ეს შეიძლება იყოს შესაძლო გამოსავალი“, – თქვა ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა.

სხვა ამბების წაკითხვა