ბოლო ამბები
01/12/2024

ვახტანგ გომელაურის მამა თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

გაზიარება

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მამა თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას მისი გარემოცვის წევრები ავრცელებენ სოციალურ ქსელში.

ვახტანგ გომელაური აგვისტოს დასაწყისიდან თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა მამასთან, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო.

სწორედ ამის გამო ვერ შეძლო მინისტრმა შოვის სტიქიის დროს უშუალოდ სტიქიის ზონაში ყოფნა, თუმცა, მოგვიანებით ის მაინც ჩამოვიდა და მონაწილეობას იღებდა სამძებრო სამუშაოების დაგეგმვაში.

Multimedia.ge უსამძიმრებს ვახტანგ გომელაურს და მის ოჯახს.

სხვა ამბების წაკითხვა