ბოლო ამბები
11/12/2024

ნაც.მოძრაობის აქტივისტმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა

გაზიარება

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა სოციალურ ქსელშო გამოაქვეყნა 2022 წელს, აზერბაიჯანში გადაღებული ფარული ვიდეო, სადაც ჩანს მამაკაცების მიერ, ნარკოტიკული საშუალებების მიღება ინექციის გზით.

ბექა პაპაშვილმა დაბეჯითებით დაწერა, რომ ეს კადრები საქართველოშია გადაღებული და ხელისუფლებას 90-იან წლებში დაბრუნებაში დასდო ბრალი.

პაპაშვილის მიერ გავრცელებული მასალა შეამოწმა ფაქტების შემმოწმებელმა ორგანიზაცია Factcheck.ge-მ და მის პოსტს უკვე დაურთო აღნიშვნა, რომ ეს არის შეცდომაში შემყვანი მასალა და მას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამის მიუხედავად, პაპაშვილს პოსტი არ წაუშლია და არ უღიარებია, რომ მან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა.

ფოტომასალა აზერბაიჯანული ონლაინ გამოცემის საიტიდან, სადაც აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა 2022 წელს.

სხვა ამბების წაკითხვა