ბოლო ამბები
11/12/2024

ერთპროცენტიანმა გიორგი (ჭიჭე) ვაშაძემ მორიგი სიბრიყვე აფრქვია – გია აბაშიძე

გაზიარება

“ერთპროცენტიანმა გიორგი (ჭიჭე) ვაშაძემ მორიგი სიბრიყვე აფრქვია”- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი ვაშაძის მიერ, ტვ პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას შოვის სტიქიასთან დაკავშირებით, როდესაც თქვა, რომ ტანკებით  აწარმოებდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

“რაც დრო გადის, დეგრადირების კიდევ ახალ ნიშნულებზე გადიან რევანშისტი მარგინალები. ერთპროცენტიანმა გიორგი (ჭიჭე) ვაშაძემ მორიგი სიბრიყვე აფრქვია ერთ-ერთი ნაცტელევიზიის ეთერში. თურმე ის, რომ პრემიერი ყოფილიყო შოვში ტანკებს გადაათხრევინებდა ჩამოწოლილი მეწყერის ნაშალ მასას. სამაშველო ოპერაციებისთვის ახალი know-how გამოუგონია ლუზერ ჭიჭე ვაშაძეს. ტანკის ლულით გადათხრიდა თუ ჭურვების გასროლით? მეტიც, თავის დროზე,

სახელმწიფოს ხარჯზე უხარისხო პისიარ ტესტების შემოტანით გამდიდრებაზე მეოცნებე ვაშაძემ ისიც თქვა, რომ თურმე სამაშველო ოპერაციაში აშშ-ის მიერ ნაჩუქარი თვითმფრინავები უნდა გამოეყენებინათ. იტალიის კურორტზე დასვენებამაც ვერ უშველა გიორგი ვაშაძეს, რომელიც თვითმფრინავსა და “იროკეზის” (UH-1H) ვერტმფრენს ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს.

ციკლიდან: ილაპარაკეთ – 2024-ის არჩევნებზე ნაცმანქურთებს ის პროცენტებიც დააკლდებათ, რასაც ამჟამად ვაი-ვაგლახით ინარჩუნებენ.

ხელისუფლებაში მოსვლას კი არა და ბაღში ხეების მორწყვას ვერ ანდობ ჭიჭე ვაშაძისნაირ უვიც ჯამბაზებს.”- წერს გია აბაშიძე.

ამ თემაზე:

რა დამაძინებდა, ტანკებს მივიყვანდი და გადავთხრიდი იქაურობას – გიორგი ვაშაძე შოვში მომხდარ სტიქიაზე (ვიდეო)

 

 

სხვა ამბების წაკითხვა