ბოლო ამბები
21/03/2025

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოსაწვევებზე და წერილობით ჩამონათვალში ელისო კილაძე ნამდვილად არ ყოფილა – დავით ოქიტაშვილი

გაზიარება

ვიცი, როგორი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში ჩემთან დაკავშირებულმა”ახალმა ამბავმა”.  სრულიად საქართველოს და დაინტერესებულ პირებს მოკრძალებულად განგიმარტავთ, ბათუმში სუხიშვილების კონცერტებზე სულ დარიგდა 500 მოსაწვევი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნულ მოსაწვევებზე და წერილობით ჩამონათვალში ელისო კილაძე ნამდვილად არ ყოფილა!”- წერს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი.

“ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ თავში აზრადაც არ მომსვლია მისი დაპატიჟება ჩვენს შორის წლების წინ დაწყებული კონფლიქტის გამო

არსებობს უპატიებელი ბრალდებები და ვინც მე კარგად მიცნობს, ძნელად ვივიწყებ და ვპატიობ მსგავს ცილისწამებებს, ვინც არ უნდა იყოს ის.

დიახ, მე მივესალმე ელისო კილაძის შვილიშვილს, ჩემ ლიზას, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა (ახლა 15 წლისაა) რადგან იგი ჩემი ყოფილი თანამშრომლის და მეგობრის დისშვილია და მისი შვილის ნათლია.

ბავშვთან მისალმება, მასთან წამიერი შეჩერება და მისი გადაკოცნა თუ ელისო კილაძესთან საქმეების დალაგებას და მასთან ალიანსს ნიშნავს არ ვიცოდი.

რაც შეეხება ჩემს ინტერვიუს, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე თვის წინ “ქრონიკა+”-ში, რადგან ასეთივე აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელებში, განგიმარტავთ, რომ დიახ, მე დამირეკა ჟურნალისტმა და მითხრა, რომ აინტერესებდა ჩემი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ამ მოვლენებში კულტურის როლი და საქმიანობა.

დამატებით მოგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული ინტერვიუ შედგა ჩემთან ოფისში, მელიქიშვილის ქუჩა 1 (ეს ადვილი გადასამოწმებელია) “- წერს დავით ოქიტაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა