ბოლო ამბები
11/11/2024

ნედ პრაისი თანამდებობას ტოვებს

გაზიარება

ნედ პრაისი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის თანამდებობას ტოვებს. ამ ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

„ნედი ეხმარებოდა აშშ-ის მთავრობას პრესის თავისუფლების დაცვასა და მხარდაჭერაში მთელ მსოფლიოში და შექმნა გამჭვირვალობისა და ღიაობის მოდელი, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა ქვეყნებში. მისი წვლილი სარგებელს მოუტანს დეპარტამენტს მისი სამსახურის შემდეგაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ენტონი ბლინკენის თქმით, ის და სახელწმიფო დეპარტამენტის თანამშრომლები მუდმივად იღებდნენ სარგებელს ნედ პრაისის რჩევებით. ბლინკენის ცნობით, ნედ პრაისი სახელმწიფო დეპარტამენტში სამსახურს გააგრძელებს და უშუალოდ სახელმწიფო მდივნისთვის იმუშავებს.

„ამერიკაში და მთელ მსოლფიოში ადამიანებისთვის ნედ პრაისი ხშირად წარმოადგენდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ხმასა და სახეს. ის მოქმედებდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით“, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

 

სხვა ამბების წაკითხვა