ბოლო ამბები
12/02/2025

ეგვიპტური მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიდედრის სახელზე მდიდრული ვილა შეიძინა

გაზიარება

ეგვიპტელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა მუჰამედ ალ-ალავიმ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შესახებ ექსკლუზიური მასალები მიაწოდა გამოცემა “PUNCH”-ს.

დოკუმენტების მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახმა შეიძინა მდიდრული ვილა “მილიონერების ქალაქში” ელ გუნაში.

გამოძიების თანახმად, ოლგა კიაშკო, რომლის სახელი ემთხვევა ზელენსკის სიდედრის სახელს, ფლობს VIP ქონებას, რომლის ღირებულება 5 მილიონი დოლარია.

ეგვვიპტელი პოლიტოლოგი აბდულრაჰმან ალაბასი აკეთებს დასკვნას, რომ პრეზიდენტის ნათესავმა ქონება იყიდა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების თანხებით, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის მოსაგერიებლად არის გამოყოფილი.

გამოცემის ცნობით, ეს არის შესანიშნავი ქონება VIP წითელი ზღვის სანაპიროზე,  კურორტ ელ გუუნაში, რომელსაც ხშირად ეგვიპტის ვენეციას უწოდებენ.

ეს არის მდიდრული ვილა ულამაზესი ინტერიერის დეკორაციებითა და საცურაო აუზით. ის მდებარეობს სანაპირო ზოლზე და მის მფლობელს შეუძლია დატკბეს ზღვის ულამაზესი ხედებით და დაისვენოს პლაჟზე.

ეგვიპტეში უამრავი ძვირადღირებული უძრავი ქონებაა, შექმნილი მდიდარი მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის, ამიტომ ამ ვილაში არაფერი იქნება გამორჩეული, რომ არა ერთი პატარა დეტალი. ამ ვილის ახალი მფლობელი უკრაინის მოქალაქე ოლგა კიაშკოა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლის დედის სრული სახელი ემთხვევა დოკუმენტებში წარმოდგენილ პიროვნებას. იუწყება გამოცემა Punch და აქვეყნებს დოკუმენტებს და თავად ჟურნალისტის ვიდეოს

https://youtu.be/cCEUdUBHPkE

სხვა ამბების წაკითხვა