ბოლო ამბები
19/09/2024

გეოლოგების ჯგუფი შიომღვიმის მიმდებარედ კლდის მასის ჩამოშლაზე ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება

გეოლოგების ჯგუფი შიომღვიმის მიმდებარედ კლდის მასის ჩამოშლაზე ინფორმაციას ავრცელებს.

“პირველადი შეფასებით შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადსხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში.

ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები.”– ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ავრცელებს.

შიომღვიმის სამონტასტრო კომპლექსის მიმდებარედ კლდის მასა დღეს ჩამოიშალა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

სხვა ამბების წაკითხვა