ბოლო ამბები
06/10/2024

დაიხურება “ქართული ოცნება” და მისი ხელისუფლება, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს – ნიკა გვარამია

გაზიარება

ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ წელს, საქართველო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, თუმცა ამით არ დაიხურება ევროპული პერსპექტივის ფანჯარა, სამაგიეროდ დასრულდება “ქართული ოცნების” მმართველობა და უკვე 2024 წელს, ახალი ხელისუფლება შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში.

ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა (გერმანიის კანცლერმა)

დღეს – მიშელმა (ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა) გასაგებად თქვა: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოვების ეს ეტაპი დასრულდება.

ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ “ქართული ოცნების” დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება “ქართული ოცნება” და მისი ხელისუფლება, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს.

არც ეს “მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოგვეცით” ვაჭრობა მგონია გამართლებული – ეს თან არასერიოზულია, თან კონტრპროდუქტიულია, თან უპასუხისმგებლოა და თან უკიდურესად გამაღიზიანებელი (ხშირად, შეურაცხმყოფელიც) ჩევნი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის “წველა”, საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს.

და თუ ჩვენს ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე პირნათლად ვერ მოვიხდით, რატომ გადავწყვიტეთ, რომ რამეს ვიმსახურებთ? ეგ გულუბრყვილო დასკვნა ჩემთვის გამოცანაა: ხალხი იმსახურებს იმას, რასაც თავისი ბრძოლით და პრინციპულობით აღწევს. როგორც დიდი ხნის წინ არისტოტელემ თქვა, ოლიმპიურ (ძველ ბერძნულ)თამაშებში იმარჯვებს არა ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი, არამედ ის, ვინც ყველზე მეტი იბრძოლა და სხვებზე უკეთ იასპარეზა. ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვიც არ მეპარება.“- წერს ნიკა გვარამია.

სხვა ამბების წაკითხვა