ბოლო ამბები
აპრილი 16, 2024

ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში – ირაკლი კობახიძე

მარ8,2023
გაზიარება

„ვიღაცას ახლა გაახსენდა სააკაშვილი, როცა კანონი უკვე მიღებულია და ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირონ,“- ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რითაც რუსი უფლებადამცველი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ე.წ. შტაბის ხელმძღვანელის მარკ ფეიგინის სტატუსს გამოეხმაურა, რომელიც აქციაზე შეკრებილ მომიტინგეთა ნაწილს, ციხის საავადმყოფოსთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა.

„ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში, 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოხვდა საპატიმროში და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო როცა არ „კვდებოდა“ დანარჩენი 500 დღე ის კვდებოდა თუ ვინმეს გახსოვთ. აქედანაც ჩანს რამდენად ყალბია ის კამპანიაც, რომელიც წარმოებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ჩვენ ამ კამპანიის გაღვივებას ხელს ვერ შევუწყობთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჯაშუშები ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდებიან. არავინ აღარ დაუშვებს საქართველოში არც ბიზნესის რეკეტს, არც მედიის მიტაცებას და არც რუსული ტანკების შემოყვანას საქართველოში, რაც ვთქვათ 2008 წელს გააკეთეს.“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა