ბოლო ამბები
აპრილი 24, 2024

შოვში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი გარდაიცვალა

აგვ29,2023
გაზიარება

შოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი გარდაიცვალა. ინფორმაციასა და სამძიმრის წერილს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, 1973 წელს დაბადებული თემურ ხარჩილავა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო.

2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.”– ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

სხვა ამბების წაკითხვა