ამერიკის ელჩი კელი დეგნანი 6 მარტს, საერთაშორისო კონფერენციას “ქალები პოლიციაში” დაესწრო და პოლიციელის ფორმაც მოირგო.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ღია და დახურული სასროლეთი, ტაქტიკური მომზადების სივრცე, ვირტუალური ტირი დაათვალიერეს, „112“-ში ინფორმაცია მიიღეს ცენტრის საქმიანობის შესახებ და ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ინფორმაცია მიიღეს მომსახურების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიღების შესახებ.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის ლაბორატორიები და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
კონფერენცია – „ქალები პოლიციაში“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით 10 წელია, ტრადიციულად იმართება და მისი მიზანია ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათი მოტივაციის ამაღლება.