ქართველი სამოქალაქო აქტივისტები, სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან.
როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი “მწვანე მოძრაობის” ლიდერი, ლგბტ აქტივისტი თამარ ჯაყელი წერს სოციალურ ქსელში, მათთან ერთად იმყოფებიან სხვა აქტივისტები და ჟურნალისტებიც, რომლებიც ამერიკის 4 სხვადასხვა შტატში სწავლობენ სოციალურ მოძრაობებს, ასევე ხვდებიან სამოქალაქო ლიდერებს.
“ექვსი წლის შემდეგ პირველად დავბრუნდი ამერიკაში – ქვეყანაში, რომელმაც თავის დროზე უამრავი შესაძლებლობა მომცა. ახლა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გაცვლით ვიზიტზე ვიმყოფები International Visitor Leadership Program (IVLP), ცხრა შესანიშნავ აქტივისტთან და ჟურნალისტთან ერთად. ოთხ სხვადასხვა შტატში ვსწავლობთ სოციალურ მოძრაობებს, ვხვდებით სამოქალაქო ლიდერებს და ვეცნობით კომუნიკაციის, ადვოკატირების და ლიდერობის სტრატეგიებს.
უკვე ვიყავით დედაქალაქში, ვაშინგტონში. ახლა ალაბამაში ვართ. წინ ორეგონი და მინესოტა გველის.
თუ გაინტერესებთ, ყოველ დღე ინსტაგრამზე ვპოსტავ ფოტო-ვიდეო მასალას ამ ვიზიტის შესახებ. ვეცდები, პერიოდულად აქაც დავწერო ხოლმე.”- წერს თამარ ჯაყელი.
თამარ ჯაყელთან ერთად იმყოფებიან “თბილისი პრაიდი”-ს წარმომადგენლები, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ჟურნალისტები.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს