შოვის სტიქიას შეწირული კიდევ ერთი პატარას სიცოცხლე. 5 წლის გიორგი ხორბალაძე გარდაცვლილი იპოვნეს. ინფორმაციას მისი ოჯახის ახლობელი ავრცელებს სოციალურ ქსელში:
“ვიპოვეთ პატარა ანგელოზი, დაბრუნდა სახლში პატარა კაცი…
პანაშვიდი ხვალ, პარასკევს 1 სექტემბერს,( მის: ქ.რუსთავი, ყაზბეგის 2, გასასვლელი N9)
გადასვენება შაბათს, 2 სექტემბერს,12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში.
დაკრძალვა 2 საათზე, მადლობა ყველას სამძიმრისთვის და ამ დიდი ტკივილის გაზიარებისთვის.. უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს”- წერს ახლობელი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს