“ორი დღეა იმ ბავშვების ხმა ჩამესმის ყურში. ადამიანი მოკლეს ორი ბავშვისა და ცოლის თვალწინ, ზურგში სამი გასროლით, მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდა ცოლის ღირსება დაეცვა.
ქმრის მკვლელობის შემდეგ ქალი დაიჭირეს, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიაო.
ეს ფაშისტები კი პოლიციას ამართლებენ.
ჰოდა, ქართველო ფაშისტებო, რომლებიც თქვენი უკრაინელი ფაშისტი თანამოძმეებივით ამართლებთ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც მთელი უკრაინელი ხალხის გენოციდის პოლიტიკის ორგანული ნაწილია, დასანდობები არ ხართ”- ასე ეხმიანება სოსო მანჯავიძე უკრაინის ქალაქ დნიპროში, პოლიციელის მიერ, წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობას და იმ ქართველების კომენტარებს, რომლებიც ამართლებენ უკრაინელ პოლიციელს.
“თქვენ ის მოდგმა ხართ, საკუთარ სისხლსა და ხორცს რომ იმეტებს კერპისათვის.
ბოღმის, პატივმოყვარეობის და გაუნათლებლობი გამო გესლი გადმოგდით ცხვირ-პირიდან და რეპტილიებად ხართ ქცეულნი, რომლებიც არ თვინიერდებიან.
საქართველოს მთავრობა! ჩამოხსენით ეგ დროშები სამთავრობო შენობებიდან!
იქონიეთ მცირედი თავმოყვარეობა მაინც!
ეგ არა უკრაინის, არამედ მისი განადგურების დროშაა! ეგ ხროვა პირნათლად ასრულებს უკრაინის მოსახლეობის განადგურების გეგმას, რომელზეც ღიად საუბრობდა ზბიგნევ ბზეჟინსკი და რომელსაც სწორედ პუტინისა და ზელენსკის ხელით ასრულებენ.
მათ რომ არც საქართველოს გახარება-გამრავლება უნდათ, მხოლოდ ისეთი დებილისთვის არაა ცხადი, კვლავ ზელენსკის რომ ადიდებს.
საწინააღმდეგო აზრის მქონე აქ თუა ვინმე, სასწრაფოდ გავიდეს, ვერ ვიტან ფაშისტებს და მათ მრევლს.”– წერს სოსო მანჯავიძე.
ამ თემაზე:
უკრაინელმა პოლიციელმა ქართველი მამაკაცი ცოლისა და შვილების თვალწინ მოკლა (ვიდეო)
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს