კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, თუ რა პროცედურები და ვადებია პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით:
1. იმპიჩმენტს აღძრავს მინიმუმ 50 პარლამენტარი და აგზავნის საკონსტიტუციო სასამართლოში;
2. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს 1 თვეში;
3. სასამართლოში პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადგენად საჭიროა 9-დან 6 მოსამართლის დასტური;
4. დადებითი დასკვნის შემთხვევაში პარლამენტი იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს 2 კვირაში;
5. პარლამენტის მიერ პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა 100 დეპუტატის ხმა;
6. იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნები იმართება 45 დღეში;
7. ახალ პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია;
8. კოლეგიაში შედის: 150 დეპუტატი და აჭარის და (1) აფხაზეთის უმაღლესი საჭოს წევრებს + (2) საკრებულოების დელეგატები არჩევნების შედეგების პროპორციულად (ორივე ერთად 150);
9. პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა 200 წევრის თანხმობა პირველ ტურში, თუ პირველში ვერ აირჩა მეორეში უკვე ისაა გამარჯვებული ვინც მეტ ხმას მიიღებს.” წერს ვახუშტი მენაბდე.
ამ თემაზე:
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს