ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

უკრაინელმა პოლიციელმა საკუთარი შვილების თვალწინ, ზურგში სამი ტყვიით რომ ქართველი მოკლა, ვინც მაგ საქციელს ამართლებთ, ხართ უჯიშოებიც და უღმერთოებიც

სექ1,2023
გაზიარება

“უკრაინელმა პოლიციელმა საკუთარი შვილების თვალწინ, ზურგში სამი ტყვიით რომ ქართველი მოკლა, ვინც მაგ საქციელს ამართლებთ, ხართ უჯიშოებიც და უღმერთოებიც.”– წერს პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში:

“ჯერ ერთი ქართველი იყო ის ბიჭი, მერე უიარაღო იყო და თან შვილებთან ერთად იყო. ამის გათვალისწინებით ქართველი ადამიანი უკრაინელი პოლიციელისკენ როგორ უნდა იყო არ მესმის. იმ ნაძირალა პოლიციელებს გამოეძახებინათ დამატებითი ეკიპაჟები და ისე დაეჭირათ, თვითონ თუ დაკავების შნო არ ჰქონდათ. პოლიციაა ეგ და არა ბალეტი და უნდა გქონდეს უიარაღო ადამიანის დაკავების უნარი”- წერს ელისაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა