მსახიობმა და ტელეწამყვანმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. მისი თქმით, ის ჯერ კიდევ 1 კვირის წინ წამოვიდა არხიდან და ამის მიზეზი გახდა კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
კინწურაშვილი ამბობს, რომ ის არასდროს ეთანხმებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკას და ამაზე ღიად საუბრობდა.
“მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია“ — ამბობს კახა კინწურაშვილი “მედიაჩეკერ”-თან ინტერვიუში