ჟურნალისტი ელისო კილაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ქვეყნის ევროპული კურსის შენარჩუნების მცდელობის პარალელურად, გადადგას ნაბიჯი და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
“ქ-ნო პრეზიდენტო, როცა თქვენი ინაუგურაციის მოსაწვევი მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს კონკურენტს ვუჭერდი მხარს, ჩამოვედი კახეთში იმ იმედით, რომ თქვენ მხოლოდ “ოცნების” არა, ყველას პრეზიდენტი იქნებოდით!
გულწრფელად მჯერა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს მხარს უჭერთ და გინდათ,საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ამისთვის, ევროპულ ტურნესთან ერთად,თქვენი მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო – უნდა შეიწყალოთ მიხეილ სააკაშვილი!
ეს არ არის უკანდახევა, არც მოწყალება – თქვენი დისკრეციული უფლებაა!”- წერს ელისო კილაძე ფეისბუქში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს