“მთავარი არხი”-ს ყოფილი წამყვანი თათა ჩიკვილაძე პასუხობს გიორგი გაბუნიას ხმაურიან განცხადებას ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასა და აღიარებაზე, რომ ისინი პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდნენ:
“რა საჭირო იყო, კოლექტიური კობახიძეების გაძლიერება ახლა და ამ წუთას, გაუგებარია.
და თუ ისე იყო, როგორც არხის დირექტორმა ილაპარაკა, რატომ გადაღებაზე გასულ ჟურნალისტებს არ იცავდნენ და უკეთ არ შეამზადებდნენ თავდასხმებისთვის?! ვის რა ყიჟინა ჰქონდა, ეგ არ ვიცი.
რაც ტვ-ში აღარ ვარ, თვლით ჩავრთე ის მართლა შავი ყუთი. ვერავისთან ვასოცირდები. ჰოდა, სხვისი არ ვიცი და ჩემი სათქმელი შემდეგია: არასდროს არც ერთ პარტიულ ტიპს არ განუსაზღვრავს რა მეთქვა ან არ მეთქვა!
სარედაქციო პოლიტიკაც მაშინ შემოდიოდა ჩემ საქმეში, ბესელია, კუკავა, ბურჯანაძე და მსგავსი ხალხი რომ უნდა მოსულიყო ეთერში, რასაც ვაპროტესტებდი გუნდის შიგნით და მერე წამოვედი კიდეც.
თავის მართლებას ვერავისთან დავიწყებ, მე ვიცი მე რას ვაკეთებდი და როგორ, და ეს მაკმაყოფოლებს. ამიტომ, რასაც ეთერში ვლაპარაკობდი იყო ჩემი ნაფიქრი, დაწერილი, გადმოცემული, ყოველგვარი ჩასწორება-შელამაზებების გარეშე!
მსგავსადვე ვფიქრობ და ვფიქრობდი იქ მისვლამდეც, იქ მუშაობის 2 წლამდე დრო და ახლაც, რომ ქოცობა ავთვისებიანი დაავადებაა.
P.S. ვისაც გვჯეროდა და გვჯერა, იმ ხედვის და პოზიციის, რაც მქონდა და მაქვს, უაზრო წამოყრანტალებაზე პარტიულობასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძეც გამიჩუმებია და ჩვეულებრივი მოქოცო ელემენტიც, მარტივი მიზეზით – პარტიულად არასდროს ჩამითვლია თავი, არც ოდესმე ვყოფილარ”- წერს თათა ჩიკვილაძე.
ამ თემაზე:
ეკა კვესიტაძეს მიუღებლად მიაჩნია გიორგი გაბუნიას განცხადება “მთავარ არხთან” დაკავშირებით
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს