ბოლო ამბები
15/12/2024

პუტინის მონებო -არ გაბედოთ მეორედ ჩემი ნომრის აკრეფა – თეა ადეიშვილი

გაზიარება

“მთავარი არხი”-ს წამყვან თეა ადეიშვილის თქმით, გიორგი გაბუნიას მიერ, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, მას “POSTV”-იდან დაუკავშირდნენ კომენტარზე.

“უსახელო, უგვარო პუტინის მონებო-არ გაბედოთ მეორედ ჩემი ნომრის აკრეფა!!! დარეკა ქალმა ზუსტად ამ სიტყვებით “ტელევიზიიდან ვარ”…მომაყარა რაღაც ჩამოუყალიბებელი კითხვები, “მთავარი”, “ნაცები”- აზრზე არ ვარ რაზე მელაპარაკება, ამის მიზეზიც მაქვს…

არც ამიხსნა, რაღაცას გაუთავებლად ბურტყუნებდა! ვინ ხართ? რომელი ტელევიიზდან? იქნებ მკითხოთ შემიძლია თუ არა ლაპარაკი, ან ვიცი თუ არა რაზე მელაპარაკებითთქო? მხოლოდ ამის შემდეგ იკადრა და თქვა რომ “პოსტ-ტივიდან” იყო, სახელი არ მითხრა.

იმდენად რცხვენია რასაც წარმოადგენს ვერც ვინაობას ამხელს, ვერც ორგანიზაციას-აშკარაა რომ იციან სინამდვილეში რაც არიან და არ უნდათ იდენტიფიცირება, ასე ინკოგნიტო ტერორს გაგრძელებენ სულ ეს პუტინოიდები, საქართველოს დამაქცევარი რუსები”- წერს თეა ადეიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა