ბოლო ამბები
ივნისი 14, 2024

ის, რაც გიორგი გაბუნიამ ილაპარაკა ამ არხის ეთერში, იყო უკიდურესად შეურაცხმყოფელი ჩემთვის – ეკა კვესიტაძის პასუხი (ვიდეო)

სექ5,2023
გაზიარება

“მთავარი არხი”-ს ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამავე ტელევიზიის გენერალურ დირექტორ გიორგი გაბუნიას პასუხობს, როდესაც გაბუნიამ თქვა, რომ ისინი პარტიული დღის წესრიგით მუშაობდნენ და ამიერიდან “მთავარი არხი” აღარ არის “ნაცების ტელევიზია”.

კვესიტაძის თქმით, გაბუნიას განცხადება იყო უკიდურესად შეურაცხმყოფელი როგორც მისთვის, ასევე ამ ტელევიზიის სხვა თანამშრომლებისთვის.

“მან თქვა, რომ ადრე თავისუფლები არ ვიყავით, მუდმივად “ნაცების” საქმეს ვაკეთებდით და მხოლოდ ახლა გავთავისუფლდით. მე არ ვიცი რა შეხვედრაზე საუბრობს გიორგი, სადაც თურმე გათავისუფლების ცნობას დიდი ოვაციები მოჰყვა. მე მხოლოდ ის ვიცი დანამდვილებით, რომ “რუსთავი2”-იდან მოყოლებული არასდროს დამიმალავს ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება არავის მიმართ, მათ შორის, არც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა  და მიხეილ სააკაშვილის მიმართაც.

სწორედ იმ პერიოდში ვწერდი ყველაზე მწვავე ინტერვიუებს სააკაშვილთან, რომელსაც გაბუნია არხის არათავისუფლების პერიოდს ეძახის. არადა, ჩემი თავისუფლების გარანტი, არხის მაშინდელი დირექტორი {ნიკა გვარამია} იყო, სხვათა შორის, გაბუნიასიც, რომლის მონოლოგებს, არაერთხელ გამოუწვევია დიდი სკანდალი არხის გარშემო და გვარამიას ბოლომდე დაუცვია მისი გამოხატვის თავისუფლება, როგორც გარეთ, ისე თანამშრომლებს შიგნით”- განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

 

სხვა ამბების წაკითხვა