“მე წარმოვადგენ მიშა სააკაშვილის, ხალხის პარტიას – კეთილსინდისიერ, პატრიოტ, პატიოსან, მშრომელ ადამიანებს, სწორედ ისეთი ხალხის, როგორ ოჯახშიც გავიზარდე: დედაჩემი 30 წელი პედაგოგი იყო, ახლა ანათვალის ამღებად დადის ოჯახ-ოჯახ.
მამაჩემი ინჟინერი იყო, ბოლოს ავტოსადგომზე მუშაობდა ოჯახის შესანახად და მე ამით ვამაყობ. ჩემი ძმა, რომელიც მკერდით იცავდა სამშობლოს, დღეს პოლიტიკურად დევნილია აშშ – ში.
დიახ, ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის ტანსაცმელს ლილოში ვყიდულობ და ვისაც ამ ყველაფრის მიუღებლობა აქვს, მათ ნამდვილად არ გამოვადგები”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 5 სექტემბერს, “ფორმულა”-ს ეთერში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს