ბოლო ამბები
19/09/2024

ამ მოწოდებებს თუ ხალხი მოუსმენს, სულ აღარ დასჭირდება ოლიგარქ ბიძინას არჩევნების გაყალბება – ისე მოიგებს! – მაია ორჯონიკიძე

გაზიარება

“ამ მოწოდებებს თუ ხალხი მოუსმენს-სულ აღარ დასჭირდება ოლიგარქ ბიძინას არჩევნების გაყალბება-ისე მოიგებს!”– ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე გიორგი გაბუნიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებებს, რომელიც “ნაც.მოძრაობაზე” გააკეთეს.

“მოკლედ, შემოდგომა დაიწყო მარა რა დაიწყო -გუშინწინ გიორგი გაბუნიამ თქვა, ნაცმოძრაობის ტელევიზია ვიყავით,აწი აღარ ვართ და ამით ვამაყობო. ნუ ხარ ბატონო,მაგრამ მხოლოდ ამით სიამაყის დიდი ვერაფერი საფუძველია. გუშინ კი ნანუკა ჟორჟოლიანს განუცხადებია-ნაცმოძრაობა აღარ არსებობსო. იქვე ჩააზუსტა,თუ რატომ აღარ არსებობს: ლევან ხაბეიშვილი (ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული) ჩემთვის მიუღებელია, მე მაგ პარტიას მიშას კი არა-ღმერთის ხათრითაც ხმას ვეღარ მივცემო.

ის კი არ თქვა-ჩემთვის აღარ არსებობსო,უბრალოდ არ არსებობსო და მორჩა. კიდევ ის თქვა,რომ მიშას თავისუფლება მიშას პარტიაზე კი არა,”საზოგადოების ერთობაზე” გადისო-თითქოს პარტიებს საზოგადოების წარმომადგენლები არ აძლევენ ხმას და მელიას დროს კი როგორც ჩანს მიშას თავისუფლება პარტიაზე გადიოდა,მაგრამ პარტია რატომღაც თითს თითზე არ ატოკებდა.

მოკლედ, ყველას პირადი საქმეა-ვის მისცემს ხმას და ვის არა,მაგრამ როცა ამ პარტიასთან მუდამ მჭიდროდ იყავი დაკავშირებული შორეულ წარსულშიც და ახლოშიც,როცა ამ პარტიიდან არჩევნებში კენჭიც კი გიყრია-იმდენი კი უნდა იცოდე,რომ თუ რუსული რეჟიმის არჩევნებით გასტუმრების გჯერა (სჯერავს), მაშინ საჯაროდ ხალხს არ უნდა ამცნო, რომ მიშას პარტია აღარ არსებობს, რადგან წვრილ-წვრილ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ და რუსული ოცნების ერთადერთ მოწინააღმდეგედ მხოლოდ ენმ რჩება,რომელზეც მასთან აფილირებული მედია-პერსონა აცხადებს ხმას არ მივცემო.

რეალურად ეს მოწოდებაა-თქვენც ნუ მისცემთო! მაშინ ვის მისცეს ხალხმა ხმა?
წვრილი პარტიებისთვის მიცემული ხმები დაიკარგება,რადგან დიდი ალბათობით არჩევნებში 5% ბარიერს ვერ ან არ გადაალახვინებენ.
ოცნებას მისცენ?!

ამ მოწოდებებს თუ ხალხი მოუსმენს-სულ აღარ დასჭირდება ოლიგარქ ბიძინას არჩევნების გაყალბება-ისე მოიგებს!

ჰოდა მერე აღარ გინდათ მიშას გამო გულში მჯიღების ცემა,რადგან ყველაფერს აკეთებთ,რომ ეს კაცი სამუდამოდ ციხეში დარჩეს.

და ბოლოს – ეს პარტია მიშასი კი არა-მართლა ნიკანორ მელიასი ყოფილა ასე მოფიქრალი ხალხისთვის, რადგან პარტია თურმე მელიას წასვლას დაუღუპია და სანამ ნიკანორი იყო-ბობოქრობდა,2016 წლიდან ყველა არჩევნები მოიგო და რუსი ბიძინაც დიდი ხნის გაქცეულია!

P.S. ჰოდა, თუ პარტიებზე არ გადის მიშას თავისუფლების გზა და გადის “საზოგადოების ერთობაზე”, ასეთი მჭახე განცხადების ავტორისგან ველით სიტყვიდან საქმეზე გადასვლას და უახლოეს მომავალში ზემოთხსენებული საზოგადოების მრავალათასიანი შეკრების ორგანიზებას. “საქმე ლაპარაკის ნაცვლად” – წერს მაია ორჯონიკიძე.

ამ თემაზე:

მიშას კი არა, ღმერთის ხათრითაც ვერ მივცემ ხმას ხაბეიშვილის პარტიას – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნაცების ტელევიზიის” იარლიყი ტყუილად არ გვქონდა, მაგრამ დღეს, დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ აღარ ვართ “ნაცების ტელევიზია” – გიორგი გაბუნია

სხვა ამბების წაკითხვა