“ამ ნაძირალა და ბოგანო ღარიბაშვილს ამას მაინც არ ვაპატიებ”– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ დღეს, გადაცემა “რეაქცია-ში სტუმრობისას, როდესაც უპასუხა წამყვანის კითხვას მის სარჩელთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
საკითხი ეხება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, პარლამენტში, რამდენიმე თვის წინ გაჟღერებულ საჯარო ბრალდებას, რომ გუბაზ სანიკიძემ ნაციონალური მოძრაობისგან 100 ათასი დოლარი აიღო.
“მან უნდა დაადასტუროს ეს და თუ ვერ დაადასტურებს, მოუწევს პასუხისმგებლობა და ისე ვატყობ, ღარიბაშვილი, ნომერ პირველი პოტენციური ტუსაღი იქნება შემდეგი ხელისუფლების პირობებში. ეს კაცი მიდის ყველაფერზე, აბსოლუტურად ზნედაცემული, ძირგავარდნილი ადამიანია”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს