ბოლო ამბები
16/09/2024

კვესიტაძისთვის სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს, ის, მრავალი წელია, ხელფასს იღებს იმაში, რომ რეალობა გაამრუდოს პატრონის ახირებების მიხედვით

გაზიარება

“იმისთვის, რომ სოციალურ კიბეზე იცოცოს, კვესიტაძე ვალდებულია ნულად წარმოაჩინოს ის, ვინც ბელადს განუდგა და ხელოვნური უპირატესობა შეუქმნას მას, ვინც ბელადისთვის იშიმშილა.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ქართული ტელემედია ფინანსების სანაცვლოდ ემსახურება კონრეტული ადამიანების პოლიტიკურ ინტერესებს

“ეს მხოლოდ ერთი მცირე მაგალითია იმის, როგორ ყალბდება რეალობა ბელადის და ოლიგარქის მოსამსახურეების მიერ და როგორ ცდილობენ ადამიანების გაბრიყვებას მათი ხელქვეითები.

ხალხი არ ბრიყვდება – იბნევა, მაგრამ არ ბრიყვდება. სამაგიეროდ, პროცესი გატეხილია, თავისუფალი კონკურენცია შეზღუდული, რეალობა გამრუდებული, დემოკრატიული მექანიზმები – დისფუნქციური.

კვესიტაძისთვის სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს. იცით რატომ? იმიტომ რომ მისი პატრონის დაკვეთაა გამრუდებული რეალობის შექმნა.

კვესიტაძე, მრავალი წელია, ხელფასს იღებს იმაში, რომ რეალობა გაამრუდოს პატრონის ახირებების მიხედვით.

მარტივი მისახვედრია, ვისაც ფიქრი შეუძლია, რომ სიმართლეს ვიძახი.
მიშა სააკაშვილი წლებია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვინც ბელადს განუდგება – განულდება.

ამის მტკიცების სამსახურში დგას მისი მედია და პარტიული რესურსი.
შეიძლება ყველაფერი იკადრო და ყველაფერი იყო – გუბაზ სანიკიძე, ვალერი გელბახიანი, ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანიც კი.

თუ ბელადს აღიარებ, ყველაფერი გეპატიება. მაგრამ საკმარისია პრინციპებს უერთგულო და არა ბელადს – „განულდები, როგორც ბოკერია“.

პატიოსნება და პრინციპების ერთგულება უდრის განულებას – ამ მაქსიმის მტკიცების სამსახურში დგას კვესიტაძე და მთელი მთავარი.

2018 წლიდან ამ მაქსიმის სამსახურში ჩადგა კეზერაშვილის (ბიბისის ფილმიდან როგორც ჩანს, დაახლოებით ამ დროს დაუწყია თავისი ბიზნესი უკრაინაში და ალბათ მიშას „კრიშა“ დასჭირდა – ამიტომ გაყიდა ბოკერია და მიშას უყიდა „ბოკერიას განულება“ ბოკერიას თანამებრძოლების მოქრთამვით, ფორმულაში დასაქმებით, ან რაღაც ვითომ თანამშროლობის კონტრაქტებით.

სააკაშვილს სასიცოცხლოდ სჭირდება პოლიტიკურ სპექტრს სჯეროდეს, რომ ვინც მის ბელადობას არ აღიარებს – ვერ იარსებებს.

ამ ძალმომრეობით ინარჩუნებს ოპოზიციაში ლიდერობას. მერე რა, რომ ასე ბიძინას ვერ ამარცხებს, რად უნდა ბიძინას დამარცხება, თუ თავად არ მოდის აბსოლუტური ძალაუფლებით?

ამ პერსპექტივას ბოკერიას მსგავსი ურჩები საფრთხეს უქმნიან. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ ის განულდეს. და თუ არ ნულდება, მაშინ ნულად წარმოჩინდეს იმ მრუდ რეალობაში რისთვისაც კვესიტაძე იქირავა საყვირად.

იმისთვის, რომ სოციალურ კიბეზე იცოცოს, კვესიტაძე ვალდებულია ნულად წარმოაჩინოს ის, ვინც ბელადს განუდგა და ხელოვნური უპირატესობა შეუქმნას მას, ვინც ბელადისთვის იშიმშილა.

ეს მხოლოდ ერთი მცირე მაგალითია იმის, როგორ ყალბდება რეალობა ბელადის და ოლიგარქის მოსამსახურეების მიერ და როგორ ცდილობენ ადამიანების გაბრიყვებას მათი ხელქვეითები.

ხალხი არ ბრიყვდება – იბნევა, მაგრამ არ ბრიყვდება. სამაგიეროდ, პროცესი გატეხილია, თავისუფალი კონკურენცია შეზღუდული, რეალობა გამრუდებული, დემოკრატიული მექანიზმები – დისფუნქციური.

ბუნებრივია მრუდე სარკეების ქვეყანაში ბიძინას აქვს დიდი უპირატესობა.
ასეც იქნება, სანამ ეს კეკელები ბოლომდე არ დისკრედიტირდებიან და ჩვენ – პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველთან ურთიერთობის ალტერნატიულ გზას არ გამოვნახავთ, რომელიც ტელემედიას გვერდს აუვლის.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა