სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის კერძო ფრენის ხარჯები თბილისი-მიუნჰენი-თბილისი, მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გასწია, რომლის ოდენობაც დაახლოებით 34 ათასი ევროა.
“საზოგადოებას მინდა დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე არის გაკეთებული შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს შესაბამისი ლარის კურსით.
თანხა არის წინსწრებით გადახდილი და შესაბამისად, არის სავარაუდო. იგი, შესაძლებელია, მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. ამის შემდეგ, წარმოდგენისთვის მას სჭირდება ხოლმე შესრულებიდან დაახლოებით, თვე – თვენახევარი და წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას.
ვფიქრობ, რომ გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.
რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე დავალების მოცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარუიშსწორება მოხდებოდა არა საბიუჯეტო სახსრებით. დღეს მე საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარისშორება მოხდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი,” – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს