პოლონეთის პოლიციამ დააკავა მგზავრი, რომელიც უკრაინელ ტაქსის მძღოლს ეთნიკურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდა.
შემთხვევა 2023 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ გდანსკში მოხდა. გამოცემა ‘NEXTA” აქვეყნებს ტაქსის ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერს, სადაც ჩანს, რომ ნასვამი მამაკაცები მანქანაში სხდებიან, რა დროსაც მძღოლი ცდილობს არ დაუშვას მგზავრები ავტომობილში ალკოჰოლით, თუმცა, ისინი არ ემორჩილებიან მოთხოვნას და ახალგაზრდა მძღოლიც იძულებულია გზა გააგრძელოს.
საუბრის დროს ერთ-ერთმა მას ჰკითხა, თუ რომელი ქვეყნიდან იყო, რაზეც მძღოლმა უპასუხა, რომ უკრაინიდან, მის პასუხად კი მგზავრმა ტაქსის მძღოლს უთხრა, რომ პოლონეთმა საკმაოდ ბევრი ფული მისცა უკრაინას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა ტაქსის მძღოლი ცდილობდა არ იგნორირება მოეხდინა შეურცხყოფისთვის.
საუბრის დროს კი მგზავრმა მძღოლს სახეში გაარტყა ხელი, რა დროსაც მის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა და მიმავალ მანქანებს სთხოვდა დახმარებას, თან ყვიროდა, რომ კლავდნენ, თუმცა მის დასახმარებლად არავინ მისულა.
საბოლოოდ ნასვამი მამაკაცები ავტომანქანიდან გადავიდნენ. პოლიციამ ისინი მალევე დააკავა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი სტუდენტია და ნახევარ განაკვეთზე uber-ის კომპანიაში, ტაქსისტად მუშაობს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს